2022-09-20 10:01:32
ელისაბედ II უინძორის ტაძარში დაკრძალეს

დედოფალი ელისაბედ II უინძორის ტაძარში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამარხში, მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკრძალვა მედიისთვის დახურული იყო. წმინდა ჯორჯის ეკლესიაში ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა და მას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დედოფალი ელისაბედ II  8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

ამავე თემაზე