2020-08-20 13:31:20
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახო ტაბიძე სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, 2001 წელს დაბადებულ ვახო ტაბიძეს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები