2020-08-19 12:15:13
სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილი ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე მოხდა.
დაზარალებულმა კაცმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური ან რკინის საგანი.
კაცს დაზიანებები აქვს სახის არეში, ხოლო სისხლის კვალი თავის არეში.
კაცმა თქვა, რომ თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.
წყარო-ფოტო: „ბათუმელები"
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები