2020-08-17 15:18:21
მტკვარში ნაპოვნი ქალის ცხედარი სავარაუდოდ „ბაუჰაუსის" ერთ-ერთი გაუჩინარებული თანამშრომელია

მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი სავარაუდოდ, "ბაუჰაუსის" ერთ-ერთი თანამშრომელი ბაია ბერუაშვილია, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური სტრუქტურები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მყვინთავებმა ცხედარს მტკვარში, იმ ტერიტორიაზე მიაკვლიეს, სადაც ბარი მდებარეობს. ამ დროისთვის ნაპოვნი ცხედარი სპეციალურ ავტომობილშია დასვენებული და ელოდებიან ახლობლებს, რომ მისი ამოცნობა მოხდეს.

ამ წუთებში გრძელდება სამძებრო სამუშაოები,  რადგან მყვითნთავთა ჯგუფმა სკანირების დროს უზუსტობები შენიშნეს.

ამავე თემაზე