2020-07-03 17:39:42
მაჩხაანში ბალახის დაწვის დროს ქალი დაიწვა

სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.  მათივე თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო.

მიღებული დამწვრობის გამო, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე