
კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება- ასე ეხმაურება 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავს, სახალხო დამცველი სოციალური ქსელის მეშვეობით. ნინო ლომჯარია, მოუწოდებს მათ, ვინც აღნიშნულ თემაზე რაიმე ინფორმაციას ფლობს გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,"-წერს სოციალურ ქსელში ლომჯარია.
ცნობისთვის, დღეს, 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
