2020-04-24 11:56:05
ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია 

ზუგდიდში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე მეორე მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა ტოლსტოის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. 

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსის თქმით, შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.სამართალდამცველები ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ. 

ამავე თემაზე