2019-07-30 11:56:44
"არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილი ითრევს ფეხს პროპორციულ სისტემასთნ დაკავშირებით და არ უნდა  პროპორციულ სისტემაზე გადასვლა" - ელისაშვილი   

არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილი ითრევს ფეხს პროპორციულ სისტემასთნ დაკავშირებით და არ უნდა  პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - ამის შესახებ განცხადება, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველთან” პროპორციული არჩევნების შესაძლო გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

“არსებობს ასეთი ეჭვი, მეც მსმენია ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ითრევს ფეხს პროპორციულ სისტემასთნ დაკავშირებით და არ უნდა მას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ისევე როგორც “ოცნებისთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვისაც” ეს არის მიუღებელი. ჩემთან რა ხმებიც მოდის, ივანიშვილი ეძებს მიზეზებს რომ უარი თქვას პროპორციულ სისტემაზე. 27 ივლისს უნდა გამართულიყო რიგგარეშე სხდომა, სადაც როგორც პროპორციულ სისტემაზე ,ასევე უნდა ემსჯელათ მოსამარლეებზე. ეს სხდომა გააუქმეს. არ ხსნიან რატომ.”- ამბობს ელისაშვილი.

ამავე თემაზე