ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქართული ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და არის მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში სამხედრო ძალები ჩართონ. მდინარაძემ იზორიას რჩევაც მისცა:
„ეს არის კამპანიური ხასიათის მოქმედებები, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს. გარდა ამისა, არის კამპანია, რომ თითქოს ხორცი არა აქვთ ჯარისკაცებს და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაზეც შემდეგ აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია. შეიძლება იდეალურთან მიახლოებული არ ვიყოთ, მაგრამ საქმე კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯზე ზრუნვა - პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია. ამ მნიშვნელოვან კომპონენტზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. ამ მიმართულებით მუშაობაა გასაძლიერებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.