2019-03-18 10:27:10
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” დღეს ოფიციალურად იხსნება

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” დღეს ოფიციალურად იხსნება, 24 მარტს კი თბილისში ნატოს გენერალურ მდივანს ელოდებიან, რომელიც ვიზიტის მეორე დღეს წვრთნებს დაესწრება.

პირველ ერთობლივ, მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. წვრთნა მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

მასში 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. 
სწავლება „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე