2019-03-15 12:35:00
„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია" - ვლადიმერ ჩაჩიბაია

ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯარში სისტემური პრობლემებია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეხმაურება. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს:

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველაგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამავე თემაზე