2019-02-08 12:08:46
თავდაცვის მინისტრის მოადგილე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე,  21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას ეხმაურება და ამბობს, რომ მოკვლევა უკვე მიმდინარეობს და მომხდარს სამხედრო პოლიცია შეისწავლის.

რაც შეეხება წვევამდელის ოჯახის განცხადებას, რომ 21 წლის ახალგაზრდაზე ფიზიკურად იძალადეს, გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ წვევამდელს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, ტვინის ტომოგრაფია და ტრავმები არ აღენიშნება.

ინციდენტი კრწანისის სასწავლო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით 21 წლის წვევამდელის ოჯახი სერჟანტს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე