2018-10-17 14:40:27
ციხეში კვირას მეც შევსულვარ - სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ბრალდებულ მირზა სუბელიანთან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება უქმე დღეს – 14 ოქტომბერს არის გამოცემული და ჯაფარიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში სწორედ ამ დღეს არის შესული.სესიაშვილი ამბობს, რომ ციხეში კვირას თავადც შესულა:

„კანონი არ კრძალავს და არ ამბობს, რომ ციხეში კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება. სხვადასხვა მძიმე საქმეებთან დაკავშირებით მეც არაერთხელ ვყოფილვარ ციხეში და არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის კვირა დღეს ვიყავი, რადგან ამ დღეს შედარებით თავისუფალი ვარ. ვიქტორ ჯაფარიძემ მისთვის კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე