"ამ პატარა ჯგუფს უცებ გაუჩნდა ფული. რანაირად ხდება ეს ყველაფერი, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული?"
2018-02-14 09:58:32 · ამობეჭდვა

"არჩევანის" პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელებზე "ევროპული საქრთველოდან" და ისინი კვლავ დაადანაშაულა ივანიშვილთან გარიგებაში.

”რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, ის ხალხი ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი. თავის თავი დაწვეს... რანაირად მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, საქართველოში მშვენივრად დააბრუნეს თბილისის ვიცე მერი, რომელიც გაქცეული იყო, ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და ძალიან მაგრად აკეთებს ბიზნესს, ამ პატარა ჯგუფს უცებ გაუჩნდა ფული. რანაირად ხდება ეს ყველაფერი, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული? ივანიშვილის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. რანაირად ხდება, როდესაც ყველა დანარჩენს დევნიან, ამათ კი შეექმნათ სასათბურე პირობები. პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველაფერს ხედავს. ეჭვს არ იწვევს, ისინი რა საქმეებში არიან გარეული”, - განაცხადა სააკაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში





გაზიარება და მოწონება