სტუდენტებზე ზეწოლა სასულიერო აკადემიაში - პროცესმა შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს (ვიდეო)
2018-02-13 22:48:48 · ამობეჭდვა

სასულიერო აკადემიაში არსებულ ვითარებასთან დაპირისპირება გრძელდება.

საქმე ეხება ყოფილი სტუდენტების მიერ გავრცელებულ ღია წერილს, რომლითაც ყოფილმა სტუდენტებმა უწმინდესს მიმართეს, სადაც წერენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

თეოლოგი ლადო ნარსია აღნიშნავს, რომ ისინი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემთხვევაზე საპატრიარქომ რეაგირება მოახდინოს.

თეოლოგის თქმით, თუკი სინოდის მხრიდან ამ წერილს რეაგირება არ მოჰყვება, ამ პრობლემების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლოს.

„ამ წერილის მიზანი არის ის, რომ წმინდა სინოდს და ორგანოს, რომელსაც აქვს უფლება, ვალდებულებაც კი, იმოქმედოს ასეთი ტიპის პრობლემაზე, ჩვენ მივმართეთ და არ გვსურდა საჯაროდ დაგვესახელებინა კონკრეტული გვარები და სახელები, რომლებიც წარმოადგენენ მსხვერპლს ამგვარი ქმედების და ჩვენი მოწოდება გახლავთ ის, რომ წმინდა სინოდმა დაგვიბაროს, დაინტერესდეს ამ საკითხით და ჩვენ გვაქვს სამხილი იმისთვის, რომ წმინდა სინოდი დავარწმუნოთ ამგვარი ქმედების მართებულობაში,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.





გაზიარება და მოწონება