2018-02-13 22:34:23
ზურგში ვიგრძენი დარტყმა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მე დაფას მივეჯახე -თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს (ვიდეო)
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. განცხადება ტიგინაშვილმა, "არჩევანში" საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ზვიადაძემ იმის გამო დაარტყა, რომ ის მის ზურგს უკან იდგა და პროტოპრესვიტერმა ამ საქციელს "უზნეო" უწოდა.
„მე ვარ ერთ-ერთი დაზარალებული, მისგან შეურაცხყოფილი. იყო შუადღის დასვენების საათები, მე სიახლეების აბრაზე გამოკრულ განცხადებას ვეცნობოდი, ამ დროს მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინაშე აღნმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ეგზალტირებული, გაღიზიანებული. იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ მე დაფას მივეჯახე. ეს მისგან ადმახასიათებელი პარანოიდული მოვლენა იყო,“ - განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.
ამავე თემაზე

კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ვიდეო)
ფარული ჩანაწერი - მინისტრის მოადგილე გეგეშიძეს ამართლებს და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს (აუდიო)
„წესიერად, ხმას დაუწიე“ - დაპირისპირება ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის (ვიდეო)