სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 18:42:53
"როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე მათ, გარეთ მყოფებს"

„როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე მათ გარეთ მყოფებს,“ - ეს განცხადება ე.წ. "ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა დეკანოზის შესახებ გააკეთა.

დღეს მატროსოვის ციხეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მამა გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება, ადვოკატებმა დეკანოზს გააცნეს.

„მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, დეკანოზი ჩემს უკან მყოფ კედლებშია, მაგრამ წაგებული უფრო ისინი არიან და საზოგადოების თვალში, როგორც ის დანაშაულის შემქმნელი სახელმწიფო პირები, ისევე ის რიგი სასულიერო პირები, დღეს ბევრად უფრო წაგებულ პოზიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი არის ციხეში და არა ისინი,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ამავე თემაზე