სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 17:27:54
უკრაინის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან დღეს საპროტესტო აქცია დაიგეგმა, სადაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ ქმედებებს გააპროტესტებენ.

აქცია  "ფეისბუქზე" მოქალაქეთა ჯგუფის მიერ დაიგეგმა და ის 20:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების განცხზადებით აქცია არ არის უკრაინის წინააღმდეგ და პროტესტი ეხება პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრებს.

"ჩვენ ვაპროტესტებთ პოროშენკოს გარემოცვის თავხედურ, ყოვლად მიუღებელ გამოხტომებსა და ქმედებებს, რომელსაც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ იყენებენ: ეს ე.წ. რეადმისია სინამდვილეში იყო ჩვეულებრივი გატაცება, რა დროსაც ფეხქვეშ გაითელა ადამიანის უფლებები და დაირღვა კანონის უზენაესობის პრინციპი. ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეები კი არ უნდა ვიკრიბებოდეთ, საქართველოში უკრაინის ელჩი უკვე უნდა იყოს გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხელისუფლებამ საპროტესტო ნოტით უნდა მიმართოს უკრაინის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს", - აცხადებენ ორგანიზატორები. 

ამავე თემაზე