სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 17:19:18
გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ, რის შემდეგაც შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით მიიყვანენ - შიხიაშვილი

დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ ექიმებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ. როგორც ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული,  ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე გადაიყვანენ:

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა და განაცხადა, რომ უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოებაც.
 

ამავე თემაზე