„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ...დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“
2018-02-13 16:30:28 · ამობეჭდვა

დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვარშავაში, პრესკონფერენციას მართავს. მისი თქმით, უკრაინიდან მისი გაძევება ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა:

„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ

ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირად დიად ქვეყანას მართავდნენ. პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია და მე არასოდეს შევდივარ გარიგებაში ოლიგარქებთან. პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი“ აცხადებს სააკაშვილი.





გაზიარება და მოწონება