მერია ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას აპირებს? - საბანკო სექტორი ტაქსების რეგულირების პროცესში
2018-02-13 15:40:04 · ამობეჭდვა

მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები, რომ წლოვანების მიხედვითაც აპირებენ ავტომობილების შეზღუდვას- აცხადებს ”ევროპული საქართველოს” დეპუტატი თბილისის საკრებულოშიგოკა გაბაშვილი. მისი თქმით, კალაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტაქსის მძღოლებს გარკვეული წლოვანების მანქანების შემოყვანაზე ბანკიდან თანხების აღების საშუალება უნდა მიეცეთ, სწორედ ამას ადასტურებს.

ნელ-ნელა, მერია გამოაჩენს მკაცრ შემზღუდავ რეგულაციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1-2 „კაპიკს“ შოულობენ და ოჯახში შეაქვთ. ეს არის ბრძოლა ღარიბებთან და სიღარებასთან. ეს არის ადამიანებისთვის შეზღუდვა თავისუფალი საქმიანობის. ეს არის შეზღუდვა ბიზნესის, ეს არის საქმე, სადაც მერიას არაფერი ესაქმება. თუ დაიწყებენ ამ ცვლილებების განხორციელებას, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის გაჭირვების ზრდას. ეს ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ რომელიმე კომპანიას შეუწყონ ხელი. ეს არის ბრძოლა ადამიანებთან, რომლებიც თვითონ საქმდებიან და სახელმწიფოს არაფერს სთხოვენ. ამ ადამიანებთან ბრძოლა არის დიდი უსამართლობა. მოვუსმენთ ტაქსის მძღოლებს და მოვისმენთ მათ აზრს ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც მერია აპირებს”, - განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის მერნა ტაქსების რეგულირების პროცესში საბანკო სექტორის ჩართვა არ გამორიცხა და „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხს მერია ერთიან კონტექსტში განიხილავს. მისი თქმით, საბანკო სექტორის ჩართვით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად თანხები აიღონ.





გაზიარება და მოწონება