სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება - ლომჯარია სააკაშვილზე
2018-02-13 14:55:15 · ამობეჭდვა

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცადა, რომ სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოს სასამართლო დავებს, სადაც სააკაშვილი ფიგურირებს, ომბუდსმენის აპარატი აკვირდება.

”ჩემი მანდატი არ ვრცელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებზე. განსაკუთრებით, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ერთადერთი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, ეს არის ის სასამართლო დავები, სისხლის სამართლის წარმოების საქმეები, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. ჩვენ ამ პროცესებს ყველაფერს ვაკვირდებით. განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებას, რაც დადგა შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვსწავლობთ და გვექნება შესაბამისი პოზიციები. მხოლოდ ეს არის ის, რაზეც შემიძლია ვისაუბრო მე, როგორ სახალხო დამცველმა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე