სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 14:50:54
„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“-სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციასთან ერთად პოროშენკოს წინააღმდეგ კოორდინაციას გეგმავს

პოლონეთიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ ,,Newsone"-ის ეთერში საგანგებოდ ჩაერთო. სააკაშვილმა უკრაინიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას მხარს უკრაინის დემოკრატიული ოპოზიცია უჭერს. სააკაშვილმა, იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადოვოის გუშინდელი განცხადებებიც გაიხსენა.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი პრეზიდენტის ჩამოშორების მიზნით მათთან კოორდინაციას და სამოქმედო გეგმაში ჩართვას აპირებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოროშენკო ახლა ძალიან სუსტია. ძალაუფლების შენარჩუნებას კი იმიტომ ახერხებს, რომ ოპოზიცია სუსტია.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან პოროშენკოს „მშიშარა და ბარიგა“ უწოდა, რომელიც მალე ძალაუფლებას დაკარგავს და ყველა დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს.

ამავე თემაზე