სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 14:32:50
ვანდალიზმი სოფიკო ჭიაურელის ბიუსტზე (ფოტო)

ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერში მდებარე სოფიკო ჭიაურელის ქანდაკებაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებია. ვანდალიზმის ამსახველ ფოტოს ფეისბუქ მომხმარებელი ავრცელებს:

"სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერშია აღმართული.

რამდენჯერმე რომ გაიძარცვა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და დღეს აი ასეთი წარწერებით "შემკული" დამხვდა 

"Love me and be happy"
"სოფიკო დამამატე fb-ზე, ანი მინერია"

ეს ნორმალურია?! " - წერს ფეისბუქ მომხმარებელი რუსიკო სტურუა.

ამავე თემაზე