2018-02-08 23:24:59
სკანდალი: აფგან მუხტარლი - ,,ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ“

ციხიდან ორი დღით გათავისუფლებულმა  აზერბაიჯანელმა ჟურნლისტმა აფგან მუხტარლიმ ,,ტვ პირველს“ ექსკლუზიური  სატელეფონო ინტერვიუ  მისცა.  მუხთარლი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, 28 მაისს თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მისივე თქმით, კვირიკაშვილის გარდა მის გატაცებაში სხვა მაღალჩინოსნებმაც მიიღებს მონაწილეობა.

,,ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ბძანება რომ საბაჟოზე ჩემი აყვანა მომხდარიყო. ამის შესახებ ისედაც ყველამ იცის. ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას. მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა  და სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამაც. აზერბაიჯანულ მხარეს ორი წლის განმავლობაში სურდა ჩემი დაკავება, რაც ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობით იყო გამოწვეული. ფაქტიურად, ვიკვლევდი ალიევის ბიზნესებს, სწორედ ამიტომ სურდათ ჩემი დაკავება. რათა გავჩუმებულიყავი“,- აცხადებს მუხტარლი ,,ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორც მუხტარლიმ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა მასზე თვალთვალი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუხტარლი ეჭვობს რომ  მისი გატაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ და კონკრეტულმა პირებმა  ფინანსური სარგებელიც მიიღეს. თვლათვალზე საუბრობდა და შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა პროკურატურას ასევე მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამაც. მან საგამოძიებო უწყებას იმ პირების ფოტოები გადასცა, რომლებიც მას და მის ქალიშვილს უთვალთვალებდნენ.

,,გატაცებამდე ორი თვით ადრე ყოველდღიურად ვიღაც მითვალთვალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც ჰქონდა. პოლიციამაც იცოდა. მხოლოდ მე არა ჩემს მეგობრებსაც უთვალთვალებდნენ. ქართულ მხარეს ჩემს დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სასამართლოს მეშვეობითაც ვერაფერს იზამდნენ. ალბათ ამ საქმეში დიდი ფული აიღეს. ძალიან ვწუხვარ რომ საქართველოს ასეთი მთავრობა ჰყავს. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ნამდვილად არ მეგონა თუ ქართული ოცნების ხელისუფლება ასე მოიქცეოდა. ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ რომ მომავალ არჩევნებში ქართველები ქართულ ოცნებას მხარს აღარ დაუჭერენ“,-  განაცხადა მუხთარლიმ.

მუხთარლიმ მისი გატაცების დღეც გაიხსენა და განაცხადა რომ გამტაცებლები ქართულად საუბროდნენ.

 

 

 

 

ამავე თემაზე