2018-01-31 16:56:42
ანჯელინა ჯოლის და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა (ფოტო)

ჰოლივუდის ვარსკვალი ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლის დაუცველი ადამიანების თანადგომისთვის და მათი უფლებების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. ჯოლი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანია. 

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა და ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს ძალისხმევაზე ისაუბრეს.  

ამავე თემაზე