2018-01-24 00:31:30
ენძელა მაჭავარიანი წამოაყენონ... ძალიან კარგი კამპანია იქნება - განხეთქილება ,,ოცნებაში"?

არ არის საინტერესო ვის დაასახელებს ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდნეტო კანდიდატად-ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს და ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ,,ქართულ ოცნებაში“ დიდი არჩევანიც არ არის. მისი თქმით, გუნდში არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც ადმინისტრაციულ რესურს საკუთარი კანდიდატურით მოპოვებულ ხმებს დაამატებს.

,,საერთოდ არ არის საინტერესო, ,,ოცნებაში“ ლიდერები ,რომლებსაც რაღაც შეიძლება პარტიულ ადმინისტრაციულ რესურსს მიამატონა არ არიან, ამიტომ ვის დაასახელებენ რა მნიშვნელობა აქვს?

საინტერესო იქნებოდა, რომ იყოს ალტერნატიული კანდიდატი,ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ,,ქართულ ოცნებას“ დიდი თავის ტკივილი გასჩენოდა, მაგრამ ,რადგან პოლიტიკურ მოზაიკაში რეალური ალტერნატივა არ ჩანს აქედან გამომდინარე სრული კომფორტი აქვს ხელისუფლებას,რომ ნებისმიერი ვიღაც დაასახელოს, მაგრამ ვის დაასახელებენ ან რა წესით არ ვიცი, თეფშს დაატრიალებენ, არიოლ რეშკას ააგდებენ თუ რას არ ვიცი...“-ამბობს ხუხაშვილი.

მისვე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ,,ქართულ ოცნებაში“ შიდა განხეთქილება გარდაუვალია.

,,ეს ხომ ჩაკეტილი სისტემაა შიგნით იქნება ხალიჩისქვეშა ინტრიგები, ჯგუფები მოახდენენ კანდიდატების ლობირებას-ეს საინტერესოა მათთვის,თორემ სახელმწიფოებრიობისთვის და საზოგადოებისთვის არ არის მნიშვნელოვანი.

ახალგაზრდა კომკავშირი კობახიძის მეთაურობით,  აღიზიანებს ,,ოცნების“ ე,წ ძველ ელიტას ,არცთუ უსაფუძვლოდ მე ვიტყოდი, მათ ძალიან დიდ გონორი და ამბიციები აქვთ.

სხვა ბევრი ისტორია დატრიალდება ამ კანდიდატის არჩევის საკითხის ირგვლივ, ეს მოგვაგონებს უფრო ყვითელი პრესის მასალას ვიდრე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.

მე ვურჩევდი,რომ ენძელა მაჭავარიანი წამოაყენონ ეს სიხალისეს შესძენდა ამ არჩევნებს ძალიან კარგი კამპანია იქნებოდა,“-ამბობს ხუხაშვილი.

ამავე თემაზე