2018-01-23 13:14:51
,,მონას მანტიის ჩაცმა ვერ გაათავისუფლებს"

 "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წევრი გიორგი მშვენიერაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლიტ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

,,0.12 გრამს ვინც "განსაკუთრებით დიდი ოდენობა" მოუძებნა სახელად იმ თაობის წარმომადგენელი მგონია, "ვოლგა 30 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდაო", 70-იანი წლების საბჭოთა რომანებში რომ წერდა.
ბახალას საქმე გარდამტეხი იქნება ნარკოპოლიტიკისთვის და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.
P.S. რაც შეეხება სასამართლოს. მონას მანტიის ჩაცმა ვერ გაათავისუფლებს, ხოლო პატიმრობა თავისუფალ ადამიანს ვერ დაამონებს."-წერს გიორგი მშვენიერაძე.

ამავე თემაზე