2018-01-23 11:55:52
ზურა ჭანტურია პოლიციაში მივიდა

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა ზურა ჭანტურია ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა. ზურა ჭანტურიას პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ის პოლიციაში ადვოკატის გარეშე შევიდა. 

ზურა ჭანტურია პოლიციაში მეორედ გამოიკითხება. მისი გამოკითხვის მცდელობა პოლიციას ჭანტურიების სახლის განმეორებით ჩხრეკის შემდეგაც ჰქონდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე