სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-01-14 12:23:02
სპეცოპერაცია, ტერორიზმში ბრალდებულები და ჩატაევის საქმე - სკანდალური მასალები (ვიდეო)

"კურიერმა" აჰმედ ჩატაევის საქმის მასალები მოიპოვა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სპეცოპერაციამდე თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაადგილდებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი და ჩატაევის რაზმის წევრები ერთად ჩანან. ვიდეო ვაგზლის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის მობილური ტელეფონების მაღაზიებშია გადაღებული.

კადრებში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ჩატაევის თანამებრძოლებს ესაუბრება, თუმცა მისი სახე სუს-მა დაფარა.

"კურიერის" მოპოვებულ კადრებში თემირლან მაჩალიკაშვილი, ასლანბეგ სოლტახმედოვი, შოაიფ ბორზიევი და მეოთხე პირი ჩანს, რომელის ვინაობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასაიდუმლოებს და გავრცელებულ მასალაში მის სახეს მალავს.

უცნობი პირი არც ლიკვიდირებულებს და არც დაკავებულებს შორის არააა.

"კურიერის" ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ამავე თემაზე