აფგან მუხთარლის, გასამართლებას ეუთო ეხმიანება" />
დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმება დაუშვებელია - ეუთო აფგან მუხთარლის საქმეზე
2018-01-13 18:16:37 · ამობეჭდვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გასამართლებას ეუთო ეხმიანება. ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტისთვის 6 წლიანი პატიმრობის მისჯას, თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბელაქნის რაიონული სასამართლოს განაჩენი ცრუ ბრალდებებს ეფუძნება და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის აშკარა მაგალითია.

"დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმება დაუშვებელია. იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო ამ ვერდიქტს გააუქმებს," - აღნიშნავს ჰარლემ დეზირი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუხთარლი კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებებით გაასამართლეს მაშინ, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს.ეუთოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე