სანქციების დაწესებით აშშ-მ წითელი ხაზი გადაკვეთა... გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება - ირანი აშშ-ს პასუხობს
2018-01-13 14:24:42 · ამობეჭდვა

ირანი შეერთებულ შტატებს პასუხობს - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელზე სანქციების დაწესებით აშშ-მ წითელი ხაზი გადაკვეთა.

ასევე ნათქვამია, რომ თეირანი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ირანში არ აკონკრეტებენ.

ირანის ხელისუფლება ბირთვულ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებას უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების დაწესება მყარი შეთანხმების დარღვევის მცდელობაა.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065