აშშ-ს პრეზიდენტმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა და ამავდროულად არსებული სანქციების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა
2018-01-13 13:04:07 · ამობეჭდვა

დონალდ ტრამპმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა და ამავდროულად არსებული სანქციების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა. საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მოქმედებაც 2015 წელს "ისტორიული ბირთვული შეთანხმების" გაფორმების შემდეგ დროებით გაიყინა.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმება არახელსაყრელია და გადახედვას საჭიროებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ პოზიცია არ შეუცვლია და სანქციების შეჩერების ვადა მხოლოდ იმ მიზნით გაახანგრძლივა, რომ ევროპელ პარტნიორებმა ბირთვული შეთანხმების ხარვეზებზე დაიწყონ მუშაობა.

დონალდ ტრამპმა ევროპელი კოლეგები გააფრთხილა, რომ ეს ბოლო შანსია და თუ კომპრომისი არ მოიძებნება, ის ისტორიული შეთანხმებიდან გავა.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე