სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-01-13 12:12:20
ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს. 31 წლის არტურ სუკასიანს, რომელსაც გურიაში ბიზნესი აქვს და რამდენიმე მაღაზიას ფლობს, დღეს დილით საკუთარი სახლის სადარბაზოში თავს ორი ნიღბიანი დაესხა.

თავდამსხმელებმა ბიზნესმენს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 ათასი ლარი გაიტაცეს. სუკასიანი ოზურგეთიდან ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა.

დაშავებული ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

ამავე თემაზე