წერეთელზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
2018-01-13 11:40:35 · ამობეჭდვა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.





გაზიარება და მოწონება