მწერლები "საზმაუს" მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ
2018-01-12 18:08:05 · ამობეჭდვა

მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას. მწერლებმა საკუთარი შეკითხვები და პრეტენზიები მაუწყებელს ჩააბარეს. ისინი ასევე ბორდთან შეხვედრას და ამ შეხვედრაზე მენეჯმენტის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და მწერლების დასწრებას მოითხოვენ.

„ჩვენ ბორდმა გვთხოვა 3-5 დღის ვადა, რათა ეს პროცედურები დაეცვათ, პრინციპში ეს ვადა გავიდა უკვე, ამოიწურა გუშინ. ველოდებით პასუხს, ველოდებით რეაგირებას,“ - განაცხადა მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე