რატომ არ აჩენს პრემიერ-მინისტრი ოჯახს საჯაროდ?
2018-01-03 12:00:22 · ამობეჭდვა

ჟურნალი ,,ok“ წლის პირველ ნომერში პრემიერ-მინისტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. ერთ-ერთი კითხვა ოჯახს ეხება. შეკითხვაზე თუ რატომ არ ჩანან პრემიერის მეუღლე და შვილები ხშირად საჯაროდ, რატომ არ აქვს მას ოჯახის წევრების სურათი კაბინეტში? - პრემიერი ასე პასუხობს:

,,- დიახ, ვუფრთხილდები. მედიაში გამოჩენა დაკავშირებულია უამრავ შეფასებასთან, ინტერპრეტაციასთან, ერთგვარ შეფასებასთანაც. ერთი მხრივ, არ მინდა, შეტევის ობიექტი გახდნენ. ტკივილი მიაყენონ. მეორე მხრივ, არ მინდა რომ მიეჩვიონ ამას. მინდა ჩვეულებრივად ადამიანურად გაიზარდონ. ცხოვრების საჯაროდ გამოტანა არც მათ და არც მე მხიბლავს. ახლაც, რაც ძალიან არ მომწონს პირადი დაცვის ყოლაა. ვცდილობ, მათი რაოდენობა მინიმუმი იყოს, რადგან პირადი სივრცე თითქმის არ მრჩება და ეს ძალიან მაწუხებს. მინდა რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება პრემიერობამდე, პრემიერობის დროსაც იყოს ჩვეულებრივი - ადამიანური. არ მინდა იგრძნონ რომ გამორჩეულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ჰყავთ პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა პრემიერმა ,,ok“ -თვის მიცემულ ინტერვიუში.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე