"მაღლაფერიძემ დააყენა ბიუროს გაუქმების საკითხი... გამოითქვა გარკვეული პრეტენზიები ქარდავას მუშაობაზე"
2017-12-29 11:15:50 · ამობეჭდვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში, ბრიუსელის ბიურო ასახული არ არის. როგორც მსხილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, მენეჯმენტთან შეხვედრისას მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის ხელმზღვანელმა გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ საკითხი ბიუროს გაუქმების შესახებ მაღლაფერიძემ დააყენა და მენეჯმენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მსიხლაძის თქმით, მენეჯმენტი თვლის, რომ ქეთევან ქარდავას მუშაობა დამაკმაყოფილებელი არ არის და პროდუქცია ხარჯებს არ შეესაბამება:

"როდესაც ბიუჯეტი ვნახე, ბრიუსელის ბიურო იქ ცალკე პუნქტად აღარ ეწერა. ვიკითხე და მენეჯმენტმა მითხრა, რომ გადაწყდა დაიხუროს ბრიუსელის ბიურო . პირველ რიგში მიზეზად დასახელდა ხარჯები. თქვეს, რომ გაწეული ხარჯებით ვერ ვიღებთ იმ პროდუქციას, რომელიც მისი შესაბამისი იქნებოდა. გვიმრაძემ თქვა, რომ მაღლაფერიძემ დააყენა ბიუროს გაუქმების საკითხი. იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხარჯი და პროდუქცია ერთმანეთს არ შეესაბამება. ასევე გამოითქვა გარკვეული პრეტენზიები ქარდავას მუშაობაზე.ითქვა, რომ ყველა საკითხს შესაძლოა ისე ვერ აშუქებდეს, როგორც საჭიროა, რაც მე გავაპროტესტე და ვთქვი, რომ ერთია ადამიანი არ შეიძლება გაწვდეს ყველაფერს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უნდა მიატოვო ან დახურო იქ. გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ქეთი ქარდავა გარდა იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, საკმაოდ ბევრი ექსკლუზიური ინტერვიუ აქვს ჩაწერილი როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, რომელიმე ერთი ჟურნალისტის მივლინების დროსაც. მე ასევე ვუთხარი, რომ გასათვალისწინებელია ქარდავას ამდენწლიანი მუშაობის დროს დამყარებული კონტაქტები. მისი კონტაქტები ძალიან სერიოზული აქტივია, როგორც ჟურნალისტისთვის, ასევე არხისთვის. ჩემი კითხვების პასუხებიდან გამომდინარე შემექმნა შთაბეჭდილება, უფრო სწორად, ითქვა კიდევაც, რომ ბიურო გაუქმდება, სამაგიეროდ გაიზრდება მივლინების ხარჯები და ევროპის საკითხებს გააშუქებენ ქარდავასთან ერთად სხვა ჟურნალისტები, მივლინებების დროს. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ვთვლი, რომ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ბრიუსელის ბიუროს დახურვა არასწორი, გაუმართლებელი ნაბიჯია . მე თუ მკითხავთ, ხარჯი არ იყო დიდი, როდესაც 50 მილიონიანი ბიუჯეტი გაქვს, თუ ეკონომიაზეა საუბარი სხვაგან უნდა გაკეთდეს ეკონომია. ისიც კი ითქვა, რომ ევროკავშირი და ნატო ღია სტრუქტურებია და იქიდან ინფორმაციის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს და ისიც ითქვა, რომ ჯობია ბიუროები იყოს უფრო რთულ ადგილებში, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, ბიუჯეტში ბრიუსელი ასახული არ არის. მე ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერ და ვეცდები, რომ რამენაირად საკითხი შეიცვალოს. " განაცხადა ქეთევან მსხილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065