„ცრემლი არ იქნება“, ,,ბედნიერებასთან საპროცესო გარიგება" - ბათუმელი მოსამართლეების კლიპი (ვიდეო)
2017-12-27 13:10:49 · ამობეჭდვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება კლიპი, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპში სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი სხდომათა დარბაზში მანტიით შედის, მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და იწყებენ სიმღერას. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მონაწილეობენ.

სიმღერაში ისმის ფრაზები: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა დაამატო- ფეისბუქ ფეიჯი გვაქვს ჩვენი“, " საპროცესო გარიგება ბედნიერებასთან" და ა.შ.

კლიპის შესახებ ინფორმაციით, "ბათუმელები" დაინტარესდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებას სასამართლოდან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიაწოდეს.

"სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ გვითხრა, რომ კლიპი ძველია, როცა ის სასამართლოში არ მუშაობდა. მან ვერ დაგვიკონკრეტა, როდისაა ის გადაღებული. სასამართლოს მენეჯერმა ვერც ის გვითხრა, ვინ მოამზადა კლიპი და რატომ.

ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდეოკლიპი შიდა ჯგუფისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ იმ პირობით მოამზადეს, რომ არ გასაჯაროვდებოდა და დღეს „ფეისბუქში“ მისი დადება მოულოდნელი იყო. ამ პირის ინფორმაციით, კლიპის მომზადებისთვის ცალკე ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. „ჩვენით გადავიღეთ და დავამონტაჟეთ, მეტი არაფერი,“ – ამბობს ის "ბათუმელებთან" საუბარში





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე