აშშ აცნობიერებს რეალობას- ისრაელის ყველა სამთავრობო დაწესებულება, ძირითადად, იერუსალიმში მდებარეობს-ტილერსონი
2017-12-07 21:20:39 · ამობეჭდვა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ტრამპის განცხადებას განმარტავს. ტილერსონის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავის განცხადებაში იერუსალიმთან დაკავშირებით მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება.

„მე ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა თქვა თავის განცხადებაში, აღიარება - ეს არის უბრალოდ რეალობის აღიარება. ისრაელის ყველა სამთავრობო დაწესებულება, ძირითადად, იერუსალიმში მდებარეობს. ამიტომ აშშ უბრალოდ აცნობიერებს ამ რეალობას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონტექსტში, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, ამერიკა მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თუკი ეს ორივე მხარის სურვილი იქნება. მანვე განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ასრულებს იერუსალიმის სტატუსს, რასაც ჯერ კიდევ განიხილავენ მხარეები და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.





გაზიარება და მოწონება