ამ კომპანიამ მორთო ლონდონი წინასაახალწლოდ - კალაძის პასუხი "ენმ"-ს
2017-12-07 15:47:45 · ამობეჭდვა

თბილისის მერმა საახალწლო განათებებთან დაკავშირებით, "ენმ"-ს განცხადებას უპასუხა და მიუღებელი უწოდა. კახა კალაძის თმით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. მისივე განმარტებით, იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა. კალაძე ამბობს, რომ მას აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.

"მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათაშორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი" - განაცხადა კახა კალაძემ





გაზიარება და მოწონება