სად მიდიოდა ბიუჯეტიდან ,,ლაჩხუთის გურიისთვის" გამოყოფილი თანხები? - მსაჯის გარდაცვალება და მიმართვა შსს-ს
2017-12-07 13:11:37 · ამობეჭდვა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა, საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს საქმე დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული. ასკურავა ლანჩხუთის "გურიას" თემასაც ეხება და დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც იმის დადგენას შეეცდება, რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები:

"როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შს სამინისტროს მოვუწოდებ - გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადებში და არ იქნეს მისი შეგნებულად შეფერხების მცდელობა. ასევე, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად, რათა ისედაც გამწარებულ ოჯახსა და ლანჩხუთის საზოგადოებას, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა

...ლანჩხუთის "გურიას" არასწორი მენეჯმენტისა და იმ მილიონების ხარჯვაზე ისედაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე დაიხარჯა და შედეგად ერთ დროს მსოფლიოში ცნობილი და ბოლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის გარდაცვალება მივიღეთ და ამ კატასტროფული "შედეგის" მიღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც მეტი და არც ნაკლები, მილიონები დაჯდა. მე როგორ საკრებულოს წევრი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ისედაც ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას, მაგრამ ამ ტრაგედიამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა კავშირში იყოს "ლანჩხუთის გურიის" ბოლო თამაშთან, სადაც "გურია"კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაში, სადაც შევეცდებით დავადგინოთ რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები"-აცხადებს ასკურავა.





გაზიარება და მოწონება