იტალიური კომპანია ნარმანიას მერობისას შეირჩა და კალაძეს ამასთან კავშირი არ აქვს- ზარქუა
2017-12-07 12:27:40 · ამობეჭდვა

იტალიური კომპანია, რომელიც თბილისში საახალწლო განათებებზე მუშაობს, დავით ნარმანიას მერობის დროს შეირჩა და აღნიშნულ პროცესთან დედაქალაქის ახალ მერ კახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს- ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა "ენმ"-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას:

„წინა წლების განმავლობაში, როდესაც ტენდერი ცხადდებოდა, იგებდა იაფფასიანი და ჩინური კომპანიები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი მიყიდვის გზით აქცენტი გაკეთებულიყო ხარისხზე, ამით დაზოგილიყო წინასაახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა. დავით ნარმანიას მთავრობის დროს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და აქ რაიმე დანაშაული არ იკვეთება“, - განაცხადა ზარქუამ.





გაზიარება და მოწონება