კოლამოინსკის და ავაკოვის კონტაქტი საფრანგეთში
2017-12-07 12:27:24 · ამობეჭდვა

ინტერნეტ გამოცემა ,,უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, 22 ნოემბერს საფრანგეთში ქალაქ ლიონში უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი და ძებნაში მყოფი უკრაინელი იგორ კალამონსკი ერთმანეთს შეხვდნენ. გამოცემას ინფორმაცია ამის შესახებ ავაკოვისა და კალამონსკის გარემოცვიდან მიაწოდეს. ავაკოვი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მას შეხვედრა ჰქონდა ინტერპოლის შეფთან იორგუნ შტოქთან და საფრანგეთის შს მინისტრ ჟერარ კოლომბოსთან შეხვედრის შესახებ კომენტარისთვის უკრაინსკაია პრავდა კალამონსკის დაუკავშირდა პრავდასთან მოკლე კომენტარში მან განაცხადა, რომ არ შეხვედრია ავაკოვს და მათ მხოლოდ ისაუბრეს. გამოცემას ავაკოვმა კი განუცხადა, რომ სამჯერ ესაუბრა კალამონსკის და არ შეხვედრია.

კალამონსკი ამ დრომდე ძებნაში იმყოფება. ამავე გამოცემამ ორი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალამონსკი შვეიცარიაში სააკაშვილსაც შეხვდა

უკავშირდება თუ არა ავაკოვისა და კალამონსკის კონტაქტი უკრაინაში მიმდიანრე მოვლენებს უცნობია.





გაზიარება და მოწონება