გათავისუფლდება თუ არა მერაბიშვილი?- "შესაძლოა, კომისია იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ"
2017-12-07 12:23:34 · ამობეჭდვა

თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია კანონით იხლმძღვანელებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს- აცხადებს მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე. მისი თქმით, მერაბიშვილს კომისიის მიერ მისი გათავისუფლების საკითხის განხილვა 21 ნოემბრიდან ეხება.

“ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კომისია იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. წესით, არ უნდა იცოდნენ პარლამენტარებმა და იუსტიციის მინისტრმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია. ვინაიდან მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ არ გათავისუფლდება, ესეიგი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და ასეთი გავლენის ქვეშ მყოფი კომისია კანონის საფუძველზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს კახიძე.





გაზიარება და მოწონება