სფფ მსაჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2017-12-07 12:19:38 · ამობეჭდვა

ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

„მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“, – ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება