დაფინანსება, კი ბატონო, მადლობელი ვართ, მაგრამ არავითარი გარანტიები არ არის - გაჩეჩილაძე სამინისტროს გაუქმებაზე
2017-12-07 12:15:42 · ამობეჭდვა

დეპუტატი გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანებას მხარს არ უჭერს და არც კენჭისყრაში აპირებს მონაწილეობის მიღებას:

„ერთადერთი დამრჩენია ის, რომ მაქსიმალური კონტროლი ვაწარმოოთ ამ ახალ შექმნილ სტრუქტურებზე. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არავითარი გარანტიები არ არის, აქ გარანტიებზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საკითხია ფუნქციონალურ დაპირისპირებაზე სტრუქტურებს შორის, არ შეიძლება ერთ სისტემაში იყოს მოქცეული მაკონტროლებელი, ზედამხედველობა და გარემოს დაცვის საზოგადო ინტერესი და ასევე იყოს მომხმარებელი რესურსებისა და დამბინძურებელი. ამაში არის პრობლემა, დაფინანსება, კი ბატონო, მადლობელი ვართ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

პარლამენტმა, გუშინ პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება.





გაზიარება და მოწონება