ლიბერთი ბანკში ახალი აქცია დაიწყო
2017-12-04 11:51:35 · ამობეჭდვა

ლიბერთი ბანკში ახალი აქცია დაიწყო ჩაერთე Mastercard-ის კამპანიაში „შექმნა ოჯახური ისტორია - შეუფასებელია“, გადაიხადე Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და მიიღე შანსი მოიგო საოჯახო საგზური ირლანდიაში, სადაც “Star Wars: The Last Jedi” იქმნებოდა! კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც გათამაშების პერიოდში განახორციელებს მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქციას საქართველოში გაცემული Mastercard-ის ბარათით POS ტერმინალებზე და ონლაინ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კამპანია 4 ეტაპად ჩატარდება. პირველი სამი ეტაპის ბოლოს გამოვლინდება 300 ყველაზე მეტი ტრანზაქციის მქონე გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდება Star Wars-ის ბრენდირებული საჩუქრებით. კამპანიის საპრიზო ფონდი ითვალისწინებს სამი სახის ბრენდირებულ საჩუქარს ეტაპების რიგითობის შესაბამისად: • 300 ცალი ბრენდირებული მაისური; • 300 ცალი ბრენდირებული ზურგჩანთა; • 300 ცალი ბრენდირებული ჰუდი; იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს ექნებათ ერთი და იგივე რაოდენიბის ტრანზაქცია, უპირატესობა მიენიჭება დროში უფრო ადრე განხორციელებულ ტრანზაქციას. მეოთხე ეტაპის ბოლოს გამოვლინდება კამპანიის მთავარი გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდება სამოგზაურო ვაუჩერით ირლანდიაში ოჯახისთვის (მაქსიმუმ 4 ადამიანი) „Star Wars: The Last Jedi“ გადასაღებ მოედანზე ვიზიტის შესაძლებლობით. სამოგზაურო ვაუჩერი ითვალისწინებს: • ავია ბილეთებს თბილისიდან დუბლინამდე, 2 გზა 2018 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში, შერჩევით, გარდა: 10 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით და აგვისტოს პერიდში. • აეროპორტიდან/აეროპორტში ტრანსფერი • განთავსება სასტუმროში, ქ. პორტმაგიში 3 ღამე/4 დღე და ქ. დუბლინში 1 ღამე/1 დღე. განთავსება მოხდება ერთ ოჯახური ტიპის ნომერში, საუზმით; • ტური იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობდა „ვარსკვლავური ომების უკანასკნელი ჯედაის“ ეპიზოდის გადაღებები; • სამოგზაურო დაზღვევა ; კამპანიის ეტაპების განრიგი: • პირველი ეტაპი - 2017 წლის 20 ნოემბრიდან - 3 დეკემბრის ჩართვით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 11 დეკემბერს; • მეორე ეტაპი - 2017 წლის 4 დეკემბრიდან - 17 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 25 დეკემბერს; • მესამე ეტაპი - 2017 წლის 18 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის 16 იანვარს; • მეოთხე ეტაპი - 2017 წლის 20 ნოემბრიდან - 31 დეკემბრის ჩეთვლით, გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 23 იანვარს; მეტჯერ გადახდა = მოგების მეტი შანსი





გაზიარება და მოწონება