2017-11-26 11:44:14
სამებაში საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ატარებს

სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუის მიტროპოლიტი, მეუფე  შიო ატარებს. წირვის შემდეგ მეუფე შიო იქადაგებს კიდეც. 

ეს არის მიტროპოლიტ შიოს პირველი წირვა მოსაყდრედ დასახელების შემდეგ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო 23 ნოემბერს დაასახელა. 

 

ამავე თემაზე