2017-11-21 20:17:57
პრეზიდენტი მეორე ვადით კენჭისყრას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით კენჭისყრას არ გამორიცხავს. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ტვ "პირველის" ეთერში, თოქშოუ  "რეაქციაში" გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკურ მომავალზე ფიქრით არის დაკავებული და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ვადით კენჭისყრა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე რამდენად იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან ერთპარტიული ვექტორის ჩამოყალიბების მცდელობა. 

"ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მივიღებ თუნდაც იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა გაკონტროლდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
 

ამავე თემაზე